-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი კრიტიკოსი
ბრეგაძე ლევან (11.I.1947, ტყიბული), ქართვ. ჟურნალისტი, კრიტიკოსი, ლიტ. პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი. ბ. ლ.-მა დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1971). იყო: ჟურნ. „კრიტიკის“ პასუხისმგებელი მდივანი (1978-1986), იგივე ჟურნ. რედ. მოადგილე (1990-1991), გაზ. „მამულის“ რედ. მოადგილე (1989-1990 ), კულტ. ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლის“ უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, არის იმავე ინ-ტის განყ-ბის გამგე (2000), „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის“ სწავლული მდივანი (2003), ქართ, ლიტ-რის ინ-ტის მთ. მეცნიერ- თანამშრომელი (2006). მან საკანდიდატო დისერტაციის დაიცვა თემაზე - „კავკ. თემატიკა გაზ. კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე (1906-1914)“ (2005). ბ. ლ. იყო: საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1984 ) და საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის წევრი (1978). მიღებული აქვს: ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია, ლიტ. კრიტიკა (1993 ), ლიტ. პრემია „საბა“, წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა (2003 ), ლიტ. პრემია „საგურამო“ (2007 ), ლიტ. პრემია „საბა“, წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა (2009 ).
თხზ.: ბრეგძე, ლ. (1988). სიტყვა ძველი, სიტყვა ახალი: ლიტ. წერილები. თბ.: საბჭოთა საქართველო; ბრეგაძე, ლ. (1999). ქართული ჟარგონის ლექსიკონი: 600 ჟარგონ. სიტყვა. თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, ISBN: 9992852283; ბრეგაძე, ლ. (2009). მოგზაურობა „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე. არტანუჯი; ბრეგაძე, ლ. (2015). ვკითხულობთ კლასიკას. თბ., ინტელექტი; ბრეგაძე, ლ. (თანაანტორი). (2020). პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში, არტანუჯი.